ბუენოს-აირესისა და მის შემოგარენში წყალდიდობის შედეგად ბოლო მონაცემებით 54 ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე მათგანი უეცარმა წყლის მატებამ საკუთარ მანქანებში დაახრჩო. წყლის დონემ 1,5 მეტრს მიაღწია.
არგენტინის პრეზიდენტის კრისტინა კირშნერის გადაწყვეტილებით ქვეყანაში გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. 350 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, ასი ათასობით კი დატბორილი ტერიტორიიდან ევაკუირებულია.