ოფიციალური თეირანი და ე.წ. „ექვსეულის" მოლაპარაკების შედეგები, იმაზეა დამოკიდებული, თუ რა პასუხს გასცემს თეირანი „ექვსეულს" მათ მიერ თებერვალში წარმოდგენილ შეთავაზებაზე. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ამ კვირას გაიმართება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „როიტერი" ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ანონიმურად ავრცელებს.
„მოლაპარაკებების შედეგები დამოკიდებულია, იმაზე ირანი თებერვლის ჩვენს შემოთავაზებაზე თუ რა პასუხს გასცემს. იმედს ვიტოვებთ, რომ ოფიციალური თეირანს კონკრეტულ პასუხი ექნება" აღნიშნა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა, როიტერთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ 26-27 თებერვალს შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეობას ირანი და „ექვსეულის" წევრები ღებულობდნენ. თავის მხრივ ამერიკა და მისი მოკავშირე ქვეყნები შიშობენ, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობს, რასაც ირანი კატეგორიულად უარყოფს.