ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ მინისტრმა ლენიდ ლაკერბაიამ გულრიფშის რაიონის სოფელ მაჭარაში ცხრა 16 ბინიანი კოტეჯის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა. ამ კოტეჯებში აფხაზეთის ე.წ. მთავრობა "დაბრუნებული" ე.წ. სირიელი რეპატრიანტების განსახლებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"ამ დროისათვის პირველი და მეორე კოტეჯის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, მესამე კოტეჯის საძირკველი უკვე ჩადებულია. ასევე დასრულების სტადიაში ენექტროენერგიით მომარაგებისა და წყალგაყვანილობის საკითხები",_ იუწყება აფხაზური მხარე.
ამას გარდა, მათივე ინფორმაციით, კოტეჯების მშენებლობა 2010 წელს დაიწყო. აფხაზეთში მოქმედი ე.წ. რეპატრიაციის კომიტეტის მონაცემებით, ამჟამად საცხოვრებელს 80 მდე ე.წ. რეპატრიანტთა ოჯახი ელის.
მასალის გამოყენების პირობები