აშშ-ს სამხედრო ბაზაზე მომხდარი სროლის შედეგად, კენტუკის შტატში აშშ-ს შეიარაღებული ძალების სამოქალაქო თანამშრომელი დაიღუპა. ის ადგილობრივ სამხედრო ბაზაზე მუშაობდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მამაკაცი ავტოსადგომზე მოკლეს. პოლიცია დამნაშავეებს ეძებს.
ცეცხლის გახსნის შემდეგ სამხედრო ბაზაზე, რომლის თანამშრომელთა საერთო რაოდენობა 40 ათას ადამიანს აჭარბებს შესვლა-გამოსვლა აიკრძალა.