დღეისათვის ბრიტანეთის საზოგადოება შვიდ სხვა და სხვა კლასად იყოფა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს. უახლესი საერთოეროვნული გამოკვლევის თანახმად, რომელიც "ბი-ბი-სის" შეკვეთით ჩატარდა, საზოგადოების ადრინდელი დაყოფა - მუშათა, საშუალო და უმაღლეს კლასად, მკვლევარებს თანახმად რეალობას უკვე აღარ ასახავს.
კატეგორიებს "მდგრადი საშუალო კლასი" და "ტრადიციული მუშათა კლასი" რომლებიც მე-20 საუკუნეში იყო გავრცელებული ახლა მხოლოდ მოსახლეობის 40 % მიკუთვნება შეიძლება.
მკვლევარებმა კლასები ეკონომიკური (შემოსავალი, დანაზოგი, უძრავი ქონება) სოციალური (კავშირები, საურთიერთობო წრე) და კულტურული (ინტერესი და დროის გაყვანის საშუალებები) პარამეტრების მიხედვით განსაზღვრეს. განისაზღვრა შვიდი სხვა და სხვა ფენა ელიტიდან დაწყებული - მოსახლეობის ყველაზე მეტად რისკის ქვეშ მდგარი ფენით დასრულებული.
მკვლევარები აღნიშმნავენ, რომ ელიტური კლასი ამ გამკვლევაში დაყოფილია კლასობრივი სტრუქტურის მიხედვით. ამას გარდა მდგრად საშუალო კლასსა და მუშათა კლასს შორის კიდევ ერთი ფენაა წარმოქმნილი.
მასალის გამოყენების პირობები