აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ბიუჯეტის შემცირებიდან გამომდინარე სამსახურებიდან დროებით განთავისუფლებული საჯარო მოხელეების სოლიდარობის ნიშნად, ყოველთვიურად ხელფასიდან 5 პროცენტს მთავრობას უკან დაუბრუნებს.
თეთრი სახლის პრესდმდივნის განცხადებით, პრეზიდენტს გადაწყვეტილი აქვს საკუთარი ხელფასით დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც ბიუჯეტის შემცირების გამო საფრთხე ექმნებათ. აღნიშნულთან დაკავშირბეით განცხადება ბარაკ ობამამ კოლორადოს შტატში სტუმრობისას გააკეთა.
აშშ-ს პრეზიდენტის ყოველწლიური შემოსავალი 400,000 დოლარია, რომლის 5 პროცენდი 20, 000 დოლარი სახელმწიფოს უკან დაუბრუნდება. New York Times-ს ინფორმაციით პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას სხვა სამთავრობო პირებიც შეუერთდნენ. თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეგელმა საკუთარი სახელფასო განაკვეთიდან დაახლოებით 10.750 დოლარი გამოყო.