ლეგენდარული როკ-ჯგუფი „როლინგ სტოუნი" 1969 წლის შემდეგ, 6 ივლისს ლონდონის ჰაიდ პარკში მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგება.
როკ-ჯგუფის 69 წლის სოლისტმა „ბი-ბი-სისთან"ინტერვიუში განაცხადა, რომ „როკ-ჯგუფი წარმატებული შოუსთვის უკვე ემზადება".
„როლინგ სტოუნის" პირველი კონცერტი ლონდონის ჰაიდ პარკში 1969 წელს ჩატარდა. კონცერტზე დასწრება თავისუფალი იყო და მას 250 ათასი ადამიანი ეწსრებოდა.
1969 წლის კონცერტისგან განსხვავებით 2013 წლის კონცერტი ფასიანი იქნება, თუმცა ბილეთების ღირებულება ამ დრომდე საიდუმლოდ რჩება.