არგენტინაში წყალდიდობის შედეგად 54 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის დედაქალაქ ბუენოს აირესში დაღუპულია რვა ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, ბუენეს-აირესში წყლის სიმაღლემ 1,5 მეტრს გადააჭარბა.
დაღუპულთაგან ორი მოქალაქე საკუთარ მანქანაში წყლის შედინების შედეგად დაიხრჩო.
წინასწარი ინფორმაციით 350 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, უხვმა ნალექმა ათასობით ავტომანქანა მწყობრიდან გამოიყვანა.
ქალაქის ხელისფულების განცხადებით მსგავსი ნალექი წლების განმავლობაში არ დაფიქსირებულა. ამ დრომდე მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია და ზარალის სრული აღწერა უახლოეს დღეებში მოხდება.
მეტეოროლოგების განცხადებით, ასეთი უხვი ნალექი ქვეყანაში ბოლო ასი წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.
ქვეყნის ხელისუფლებამ წყადიდობის შდეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.