ჩრდილოეთ კორეამ ვაშინგტონი გააფრთხილა, რომ მზადაა გამოიყენოს ბირთვული იარაღი, იმ მუქარის საპასუხოდ, რომელიც აშშ-ის მხრიდან გაისმა.
შესაბამისი განცხადება კორეის სახალხო არმიის გენშტაბის პრესმდივანმა გაავრცელა.
მისი თქმით, ვაშინგტონის მტრულმა პოლიტიკამ და აშშ-ის მხრიდან დაუფიქრებელმა ბირთვულმა მუქარამ იძულებული გახადა ქვეყნის ხელისუფლება ოფიციალურად დაედასტურებინა ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა.
ფხენიანის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე პენტაგონმა წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულ გუამზე რაკეტსაწინაღმდეგო სისტემის გაგზავნის შესახებ განაცხადა და ეს ქმედება ჩრდილოეთ კორეისგან მომდინარე საფრთხეს დაუკავშირა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღების განმავლობაში კორეის ნახევარკუნძულზე ვითარება დაძაბულია. ჩრდილეთ კორეის პროტესტი სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ერთობლივ წვრთნებს მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები