ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან ერთობლივი სამრეწველო ზონის საზღვარი ჩაკეტა. დაბლოკვის შედეგად სამხრეთ კორეის მოქალაქეებს შესაძლებლობა არ მიეცათ ერთობლივ სამრეწველო ზონაში გადასულიყვნენ და სამსახურეობრივი მოვალეობა შეესრულებინათ.
ათასობით ადამიანი იძულებული გახდა საზღვარზე უკან დაბრუნებულიყო. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია ჩრდილოეთ კორეა საზღვარს როდის გახსნის და სამრეწველო მუშაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
ჩრდილოეთ კორეას ეს ქმედება უკვე შეფასდა, როგორც სამხრეთ კორეასთან ვითარების უფრო გამძაფრების მცდელობა.