ლონდონის სამეფო კოლეჯის მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2011 წლიდან, სირიაში მიმდინარე დაპირისპირების დაწყებიდან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა ევროპის 14 ქვენიდან 600-მდე სხვა და სხვა წამომადგენელმა მიიღო.
ასობით ევროპელი იმყოფებოდა ამ ქვეყანაში და ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა. წერს ბრიტანული "Guardian" -ი.
ანგარიში მЕელი წლის განმვალობაში მიმდინარე კვლევის საფუძველზე შედგა. ექსპერტებმა მრავალი ათასობით სხვა და სხვა შეტყობინების ანალიზი განახორციელეს და დაადგინეს, რომ 600-მდე ადამიანი - მსოფლიოს 14 ქვეყნიდან დიდი ბრიტანეთის, ავსტრიის, ესპანეთის, შვედეთისა და გერმანიის მოქლაქების ჩათვლით სირიის კონფქლიქტში მონაწილეობდა. ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი ბაშარ ასადის რეჟიმთან საბრძოლველად დიდი ბრიტანეთიდან იყო ჩასული და მათი რაოდენობა 28-დან 134 ადამიანს შეადგენდა. ასევე სირიაში მებრძოლი "კონტიგენტი" ჩასული იყო ბელგიიდან, ნიდერლანდებიდან და ირანდიიდან. ამ ქვეყნების მებრძოლათა რაოდენობამ 200 ადამიანი შეადგინა.
30-დან 92 მებრძოლამდე სირიაში საფრანგეთიდან იყო ჩასული. ამას გარდა, მებრძოლები სირიაში ასევე ჩადიოდნენ ალბანეთიდან, ფინეთიდან და კოსოვოდან.
მასალის გამოყენების პირობები