ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა სასამართლოს შენობასთან დანაღმული ავტომობილი ააფეთქა. შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 70-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით „ბიბისი"ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით თვითმკვლელი ბოევიკი ჯარისკაცის ფორმაში იყო გადაცმული, რომლის მიზანი სასამართლოს შენობის აფეთქება იყო. მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა უკვე დაჯგუფება „თალიბანის" ლიდერებმა აიღეს.