გერმანიის დედაქალაქის მთავარი სარკინიგზო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი აუფეთქებელი 100 კილოგრამიანი ნაღმი აღმოაჩინეს.
ადგილობრივმა სამართალდამცავებმა მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს და სარკინიგზო სადგურის რეისები გადაიდო.
გამნაღმველები ნაღმის უსაფრთხო ადგილას გადატანაზე ამ დრომდე მუშაობენ. მსგავსი შემთხვევა 2010 წელს მოხდა, როდესაც ნაღმზე სამი ადამიანი აფეთქდა.