რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრები იმ ავტომობილებზე, რომლებსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლები მართავდნენ, გამორჩეული ამოსაცნობი ნიშნების მიმაგრებას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი" ავრცელებს. საბჭოს წევრების განცხადებით, მსგავსი პრაქტიკა ყოფილ საბჭოთა კავშირში არსებობდა. მაშინ ნასვამი მძღოლების ავტომობილებს ნომრებს სპეციალური ნიშნით უცვლიდნენ, რომელზეც კირილიცათი გამოსახული იყო ასო „პე", რაც „მთვრალს" ნიშნავდა.
ავტომობილების „მარკირებისთვის" რუსეთში, ამჯერად ალფავიტის განსაკუთრებულ ასოებს, ან გამორჩეული ფერის სანომრე ნიშნებს გამოიყენებენ, რათა საავტომობილო მოძრაობის სხვა მონაწილეებმა იცოდნენ, რომ კონრეტულ ავტომანქანაში მჯდომი მძღოლი წარსულში ალკოჰოლური სასმელებით იყო გატაცებული და ასეთ მდგომარეობაში მანქანის მართვასაც არ ერიდებოდა.
სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები კი კანონპროეტს ამზადებენ, სადაც ასეთ შემთხვევებში საერთოდ მანქანის კონფისკაციაზეც არის საუბარი. ეს უფრო იმ მძღოლებს შეეხებათ, რომელთაც ავტომობილის მართვისას ავარია შეემთხვათ, თუმცა, ამ კანონპროექტს მათი ავტორების კოლეგებშივე უკვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები.
მასალის გამოყენების პირობები