ინგუშეთის "ომონის" დანაყოფი ტყიან მასივში ნაღმზე აფეთქდა. რუსული მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ინფუშეთის "ომონის" მეთაურის მოადგილე რაშიდ განიჟევი დაიღუპა. მათივე ინფორმაციით, განიჟევი საავადმყოფოში გარდაიცვალა სადაც მის გარდა მისი კიდევ ორი კოლეგაა მოთავსებული. მათი მდგომარეობა მძიმეა, ამიტომაც ამჟამად მათი მოსკოვში ტრასპორტირების საკითხი წყდება.
ზალოვნები ტყიან მასივში რეიდს ატარებდნენ და ბანდფორმირებების წევრებს ეძებდნენ. აღსანიშნავია, რომ ასაფეთქებელი ნაღმი რომელზეც ძალოვანები აფეთქდნენ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი იყო.