რუსული მედიის ინფორმაციით, ქართველი "კანონიერი ქურდი" გელა ქარდავა რუსეთის შს სამინისტროზე მუშაობს. საუბარია "ძალიან საინტერესო დოკუმენტზე" რომელიც რუსეთის შს სამინისტროს მოსკოვის სახელმწიფო სამმართველოსთან გაფორმებულ აგენტურულ შეთანხმებას ეხება.
"საუბარი მიდის აგენტურულ შეთანხმებაზე, რომელიც შს სამინისტროს მოსკოვის სამმართველოსა და კრიმინალური სამყაროს თვალსაჩინო წარმომადგენელს, ე.წ. კანონიერი ქურდ გელა ქარდავას შორის არის გაფორმებული. თავის მჭიდრო კონტაქტში სამართლდამცავებთნა ქარდავა "კულუ"-ს სახელით ფიგურირებს", _ წერს მედია და აღნიშნავს, რომ დედაქალაქის სამართალდამცავები თითქმის ყოველ თვე წერენ მოხსენებას წამატებული სპეცოპერაციების შესახებ, რომლებიც ე.წ. ქურდული შეკრებების დაშლას ეხება.
"სხვათაშორის, რუსეთის ყველაზე ცნობილი კანონიერი ქურდის დედ ჰასანის დაღუპვის შემდეგ მოსკოველმა სამართალდამცავებმა ერთიორად გააუმჯობესეს ამ არც თუ ისე იოლ საქმეში გახსნის მაჩვენებელი. ხომ არ არის ყველაფერი ეს გელას დამსახურება?", _ კითხვას სვამს მედია.
მათივე ინფორმაციით, სამართალდამცავ ორგანოებში არსებული წყარო აცხადებს, რომ პოლიციის თანამშრომლობა "საჭირო ხალხთან" ყოველდღიური პრაქტიკაა და ის მხოლოდ კეთილ ნებას და სურვილს ემყარება. ამასთან ერთად, წყაროს განცხადებით, ეს თანამშრომლობა არავითარი პრივილეგიის მომტანი არ არის.
"თუმცა ძნელი წარმოსადგენია რომ "კანონიერმა ქურდმა" რომელიც "ქურდული კანონებით" ცხოვრობს საკუთარი სურვილით მოაწეროს ხელი მსგავს დოკუმენტებს. შესაძებელია გელა ქარდავა მომავლისთვის იგროვებს "ქულებს", _წერს მედია.
თანამშრომლობის დოკუმენტში დასაც მხარეთ მოვალეობებია ჩამოთვლილი ქარდავა თავის თავზე იღებს შემდეგ ვალდებულებებს:
1. მიიღოს მონაწილეობა, მათ შორის და შეასრლოს სპეციალური დავალებები დანაშაულის გამოვლენის, თავიდან აცილების, გაფრთხილებისა და გახსნის მიზნით. ასევე დაადინოს პირები, რომლებიც გამოძიებისაგან და სასამართლოსგან მიმალვაში იმყოფებიან.
2. დროულად და სრულად კონსპირაციის სრული წესების დაცვით მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც ოპერატიულ ინტერესს წარმოადგენს.
3. შეინახოს საიდუმლოდ პოლიციასთან თანამშრომლობა და დოკუმენტებს ხელი "კულუ"-ს ფსევდონიმით მოაწეროს.
თავის მხრიც საგამოძიებო სამმართველო ვალდებულია:
1. შეინახოს საიდუმლოდ პირთან თანამშრომლობა და უზრუნველყოს კონფიდენციალობის დაცვა და მიიღოს ზომები მისი სოციალური და სამართლებრივი დაცვისათვის, მათ შორის მისი ოჯახის წევრების.
2. კონფიდენციალური თანამშრომლობის კონკრეტული შედეგების გათვალისწინებით უზრუნველყოს ერთჯერადი ჯილდოების, დახმარებების (მატერიალური) გადახდა და სხვა ფინანსური თანამშრომლობა.
ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ გელა ქარდავას რეპუტაცია მის "კოლეგებში" უკვე დიდი ხანია კითხვებს ბადებს. ბოლო დროს მისი "მოღვაწეობა" ასევე აღელვებს გავლენიან "კანონიერ ქურდს" ედუარდ ასატრიანს, რომელსაც კრიმინალურ სამყაროში
"ასეტრინის" ან "ედიკ ტბილისკის" ზედმეტსახელად იცნობენ. წყაროების ინფორმაციის "ასეტრინა" ამჟამად სწორედ ქურდულ სამყაროში "წესრიგის გამყარებისა და მისი გაწმენდის" საკითხებითაა დაკავებული, რომელშიც ბოლო დროს ბევრმა "არასასურველმა და საეჭვო" ელემენტმა მოიყარა თავი.