,,დღევანდელ ხელისუფლებას ნგრევის ინსტიქტი ამოძრავებს", -განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა მთავრობის მიერ დაგეგმილი რაბათის ციხის რეკონსტრუქციის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიზანია გაანადგუროს წინა მთავრობის მიერ აშენებული შენობები.
,,ეს არის დაახლოებით იგივე ინსტიქტი როდესაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მშვიდობის ხიდი დასანგრევია. ეს არის ნგრევის ინსტიქტი, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას ამოძრავებს და ეს ეხება ყველაფერს რაც წინა წლებში ააშენა წინა ხელისუფლებამ", -განაცხადა ჟურნალისტებთან რატიანმა და აღნიშნა, რომ საუბარი როცა ძეგლის რესტავრაციაზე მიდის, ეს ფართო განხილვის საგანი უნდა გახდეს.