,,გუშინდელი განცხადება, რომელიც მოვისმინეთ მიმაჩნია, რომ არის ზედაპირული და პოლიტიზირებული", _ განაცხადა ,,რუსთავი-2"-თან საუბარში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ რაბათის ციხეში მხოლოდ რესტავრაციის დროს დაშვებული ხარვეზების გამოსწორება იგეგმება.
,,ორი თვის წინათ მე თავად გახლდით მანდ სადაც თურქეთის საელჩოს წარმომადგენელი იყო, იყვნენ მშენებლები რომლებიც საუბრობდნენ თურქეთის მხარის პრეტენზიებზე, გუმბათის ფერზე, რაც ეხება ცხაურებს. გვეუბნებიან, რომ ეს უნდა გამოსწორდეს და ეს არ არის ის ნაგებობა, რაც უნდა იყოს სინამდვილეში. Aამიტომ მოვიწვევთ მრგვალ მაგიდას და ყველა დეტალზე თქვენ გექნებათ საშუალება მოისმინოთ როგორც მომხრეებს ისე მოწინააღმდეგეების აზრი", _განაცხადა გურამ ოდიშარიამ და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადება ზედაპირული და პოლიტიზირებულია.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე რაბათის ციხის რესტავრაციის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას სახიფათოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს პროცესი რეალურად რაბათის ციხის განადგურებას ნიშნავს.