ისრაელის სამხედრო–საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორზე ავიადარტყმა
განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანსპრესი“ ავრცელებს.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ირკვევა, ღაზას სექტორის დაბომბვა
მას შემდეგ მოხდა, რაც ღაზადან რამდენიმე რაკეტა იქნა გაშვებული, თუმცა მსხვერპლი
და განსაკუთრებული ზიანი არც მათ მოუტანიათ.
მომხდარზე პასუხისმგებლობა თავის თავზე სალაფიტურმა დაჯგუფებამ აიღო.
დაჯგუფების წევრების განცხადებით, მათ შური პალესტინელ აბუ ჰამდეიხის გამო იძიეს,
რომელიც გუშინ დილით ისრაელის ციხეში კიბოთი გარდაიცვალა. მის გამოშვებას ცოტა
ხნით ადრე ღაზას ოფიციალური პირები და მოსახლეობა ითხოვდა, პატიმრის გარდაცვალებამ
კი საყოველთაო პროტესტი გამოიწვია.