მთავრობამ აჭარაში მდინარე ჭოროხზე ხიდის მშენებლობის პროექტი და მასთან დაკავშირებული დეტალები განიხილა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს 2 აპრილს სამინისტროში შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან აიმართა, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინსფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია, მსოფლიო ბანკის ევროპისა და აღმოსავლეთ აზიის რეგიონის სექტორმენეჯერი ხუან გავირია, მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის მიმართულების წამყვანი სპეციალისტი ჟან ფრანსუა მარტო, პროექტების მართვის უფროსი სპეციალისტი იოსებ მელითაური და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს აჭარაში მდინარე ჭოროხზე ხიდის მშენებლობის პროექტი და მასთან დაკავშირებული დეტალები. ასევე, ისაუბრეს უახლოეს პერიოდში რეგიონში მომხდარი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. შეხვედრისას თითოეულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა და სურვილი ხიდის მშენებლობის პროექტის შემდგომი განვითარების, სამომავლო შეხვედრების დაგეგმვისა და ერთობლივი მუშაობის მიმართულებით.