საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წელს განხორციელდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის სხდომამ მიიღო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.
დღევანდელ სხდომაზე კომისიამ განიხილა და დაამტკიცა საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის პროგრამა.