ევროკავშირის მისიის ფარგლებში მალის ჯარისკაცების გადამზადება მოხდება. მისია აფრიკის ქვეყნის დახმარებას, ისლამისტურ მოძრაობასთან წინაარმდეგობის გაწევას გულისხმობს. მალის არმიის პირველი ოთხი ბატალიონი, წვრთნას ბარმაკოდან 60 კმ-ს მოშორებით გაივლის. გადამზადებას ფრანგი გენერალი ფრანსუა ლეკონტრე უხელმძღვანელებს.
საფრანგეთის ეგიდით მალიში ინტერვენცია იანვრიდან დაიწყო. ამ დრომდე მთავარი ქალაქები ისლამისტური ჯგუფებიდან განთავისუფლებულია, თუმცა, საბრძოლო მოქმედებები ჩრდილოეთით გრძელდება.
ევროკავშირის 22 ქვეყნის 550 ჯარისკაციდან დაახლოებით 150 ტრენერია დანარჩენი კი მისიის დამხმარე პერსონალს წარმოადგენს. აღნიშნულ მისიაში ყველაზე დიდი წარმომადგენელი საფრანგეთს 207, გერმანიას 71, ესპანეთს 54, დიდი ბრიტანეთს 40, ჩეხეთის რესპუბლიკას 34, ბელგიას 25 და პოლონეთს 20 ჯარისკაცი ჰყავს.