ბურმის ქალაქ რანგუნში სკოლაში ხანძრის შედეგად 13 ბავშვი გარდაიცვალა.
ცეცხლი ორსართულიან შენობას გაუჩნდა, სადაც მეჩეთთან ერთად მუსლიმური სკოლაა განთავსებული. შენობის სკოლის ნაწილში 75 ობოლი ბავშვი იმყოფებოდა. ხანძრის შედეგად 13 მათგანი კმალით გაიგუდა, რადგან კარის გახსნა და მათი გამოშვება დროულად ვერ მოხერხდა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით ხანძარი ელექტროენერგიის მოკლე ჩართვამ გამოიწვია. თუმცა ადგილობრივები თვლიან, რომ ხანძარის გაჩენა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, რომელიც მაჰამდიანებსა და ბუდისტებს შორის დაპირისპირებამ გამოიწვია.
ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობა რელიგიური ექსტრემისტების წინააღმდეგ ყველა ძალას გამოიყენებს. თუმცა შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება.