ერაყის ხელისუფლებამ ოთხი ტერორისტი სიკვდილით დასაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სიკვდილით დასჯილთა შორის არის ბაღდადში მოქმედი "ალ-ქაიდას" დაჯგუფების ყოფილი ლიდერი მანაფ არ-რაუი.
ერაყის ოფიციალურ პირთა მონაცემებით, ტერორისტებს სიკვდილით დასჯა 2011 წლის მარტში მიუსაჯეს ქვეყნის რამდენიმე პროვინციაში მოწყობილი თავდასხმების გამო, ასევე მაღაზიების ძარცვების გამო, რომელთა დროსაც ადამიანები გარდაიცვალნენ.
მასალის გამოყენების პირობები