კვიპროსის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისის განცხადებით, ქვეყნის მთავრობა სათამაშო ბიზნესზე შეზღუდვების გაუქმებას გეგმავს და კომპანიებს მოგებასა და რეინვესტიციებზე საგადასახადო შეღავათებს შესთავაზებს, რადგან ეს, კვიპროსის მთავრობის ეკონომიკის სტიმულირების გეგმის ნაწილია.
თუმცა ამ დრომდე, კვიპროსში კაზინოს გახსნის ნებისმიერი მცდელობა უშედეგოდ სრულდებოდა, ვინაიდან პროცესს კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესია ეწინააღმდეგებოდა.
კუნძულოვანი სახელმწიფოს პრეზიდენტის განცხადებითვე, ეკონომიკის სტიმულირების გეგმა 12-პუნქტიანი იქნება და მისი შემუშავება 15 დღეში დასრულდება. გეგმა უცხოური ინვესტიციების მოპოვებას, საგადასახადო შეღავათების დაწესებას, დაკრედიტების გამარტივებას და გაიაფებას ითვალისწინებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში კვიპროსი პირველი ქვეყანა გახდებოდა, რომელსაც ბანკების გაკოტრების შემდეგ ევროზონიდან გარიცხავდნენ.