სირიაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად მარტის თვეში, 6000 ადამიანია მოკლული. ეს ყველაზე დიდი ციფრია 2011 წლის მარტის შემდეგ, რაც სირიაში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო.
ბრიტანეთში განლაგებული სირის არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ადევნებს თვალს, გასულ თვეს სირიაში მიმდინარე კონფლიქტმა 6005 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
უფლებადამცველთა მოცემებით, მარტში დაღუპულთა შორის 291 ქალი, 298 ბავშვი, 1486 ამბოხებული და 1464 სირიის სამთავრობო არმიის წარმომადგენელი.
დანარჩენი დაღუპულები ამოცნობილნი არ არიან. მაგრამ ორგანიოზაცია აზუსტებს, რომ მათ შორის არიან, როგორც შეიარაღებული კონფქლიტის მონაწილეები, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა.
ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაცილებით დიდია ვიდრე დოკუმენტურად დასაბუთებული მაჩვენებელი მეტყველებს, რომლის მიხედვითაც კონფლიქტმა 62,5 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
"ჩვენი მონაცემებით, მსხვერპლის საერთო რაოდენობა 120 ათას ადამიანს შეადგენს", _ განაცხადა "როიტერთან" საუბარში ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რამი აბდელრახმანმა.
მისივე თქმით, მრავალი დაღუპულის სიკვდილის ფაქტი დოკუმენტალურად ძნელი დასადასტურებელია, ამიტომაც მათ ოფიციალურ სტატისტიკაში არ უთითებენ.
გაეროს მონაცემებით კი სირიაში კონფლიქტის დაწყებიდან მსხვერპლის რაოდენობა 70 ათას ადამიანს აღწევს.