აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უინძორის ციხესიმაგრეში მივიდა.
დონალდ ტრამპსა და პირველ ლედის, მელანია ტრამპს უინძორის ციხესიმაგრეში გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III, დედოფალი კამილა და სამეფო ოჯახის წევრები დახვდნენ.
აშშ-ის პრეზიდენტს ვერტმფრენის კიბეებთან პირველები უელსის პრინცი და პრინცესა, უილიამი და ქეთრინი მიესალმნენ, შემდეგ კი ოთხივე მეფესა და დედოფალს მიუახლოვდა.
დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთში მეორე სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება, რომლის პირველ დღესაც ის მეფე ჩარლზ III-სა და დედოფალ კამილას შეხვდება.
მეორე დღეს დაგეგმილია მისი საქმიანი შეხვედრები ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლებთან.