აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ჯონ კენედის ქალიშვილს იაპონიაში აშშ-ს ელჩის თანამდებობა შესთავაზა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ქეროლაინ კენედი 2008 და 2012 საპრეზიდენტო კომპანიების დროს ბარაკ ობამას კანდიდატურას უჭერდა მხარს.
იაპონია აშშ-ს ერთ ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. უფრო ადრე ტოკიოში აშშ-ს ელჩების თანამდებობები ეკავათ ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს უოლტერ მონდეილს და წარმომადგენელთა პალატის ყოფილ სპიკერს ტომ ფოლის.
კეროლაინ კენედი ჯონ და ჯაკლინ კენედის შვილებიდან მხოლოდ ერთადერთია ცოცხალი.