საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2013 წლის I კვარტალის მუშაობის შედეგებს აჯამებს. 2013 წლის I კვარტალში საქსტატის მიერ გავრცელდა 9 პუბლიკაცია (2012 წლის I კვარტალში გავრცელდა 17 პუბლიკაცია) და 48 პრეს-რელიზი (2012 წლის I კვარტალში გავრცელდა 56 პრეს-რელიზი). საქსტატის ვებ-გვერდზე შემოვიდა 85 149 ვიზიტორი (47 პროცენტით მეტი შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) და სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლების მხრიდან საქსტატში შემოვიდა 572 წერილობითი მოთხოვნა (209 პროცენტით მეტი).
მასალის გამოყენების პირობები