ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ კორეის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე სამხედრო გემი განათავსა. ამის შესახებ სააგენტო „ფრანსპრესი" ანონომურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. ხომალდის ამოცანაა - შეეწინააღმდეგოს ჩრდილოეთ კორეას შესაძლო სარაკეტო თავდასხმის შემთხვევაში.
როგორც ცნობილია, შაბათს, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ სამხრეთ კორეასთან საომარ მდგომარეობაში იმყოფება. ჩრდილოეთ კორეა, ასევე, სამხრეთ კორეაზე სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებით და წყნარ ოკეანეში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმით დაიმუქრა.
მასალის გამოყენების პირობები