ჩრდილოეთ კორეის მთავრობა ეკონომიკური რეფორმების გატარებას გეგმავს. ადგილობრივი ტელევიზია პარალელურად, პროპაგანდულ ფილმებს ომისთვისთვის მზადების თემაზე გაუჩერებლად გადასცემს.
კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო მედია-საშუალებების ინფორმაციით, კორეის ნახევარკუნძულზე საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, ქვეყნის სამხედრო ძალებისგან ბირთვული დარტყმა ყველა მოწინააღმდეგეს იქ მიადგება სადაც იმყოფება.
პარალელურად, გუშინ, ჩრდილოეთ კორეის პარლამენტის დეპუტატები, მოსახლეობის ცხოვრების დონის ასამაღლებლად, მასშტაბური ეკონომიკური რეფორმების ჩატარების ინიციატივით გამოვიდნენ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე პაკ პონ ჩუ დაბრუნდა, რომელსაც ამ მისიის შესრულება დაევალა.
კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობა, ფხენიანის მიერ თებერვალში ჩატარებულმა მორიგმა ბირთვულმა ცდებმა და სამხრეთ კორეაში ამერიკელი სამხედროების სწავლებებმა გამოიწვია.