დღეს, 2 აპრილს, 11:00 საათზე, „შერატონ მეტეხი პალასში" ქვეყნის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, პრეზენტაციას საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური დაესწრება.
ქვეყნის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პრეზენტაცია დონორი და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის იმართება.