ქუვეითში პირველად ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მკვლელობაში ბრალდებული სამი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთი სიკვდილით დასჯილი საუდის არაბეთის მოქალაქე იყო, მეორე პაკისტანელი, მესამე კი - ბედუინი - მოქალაქეობის არმქონე.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ხელისუფლება არავითარ ახსნა-განმარტებას არ იძლევა იმასთან დაკავშირებით თუ რატომ შეჩერდა 2007 წელს სიკვდილით დასჯა და რატომ განახლდა ახლა.