სასამართლომ რუსეთის ოპოზიციის ერთ ერთი ლიდერისსერგეი უდალცოვის შინაპატიმრობაში დარჩენის საქმე განიხილა და "მემარცხენე ფრონტის" ლიდერი შინაპატიმრობაში დატოვა.
რუსული მედიის ინფორმაციით, უდალცოვს შიდაპატიმრობა მიმდინარე წლის 6 აგვისტომდე შეეფარდა. ამასთან ერთად მას გარეთ სასეირნოდ გამოსვლაც კი აკრძალული აქვს.
უდალცოვის დაცვა სასამართლოს სხდომაზე ოპოზიციის ლიდერისათვის შიდაპატიმრობის მოხსნას მოითხოვდა. სასამართლოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თავად სერგეი უდალცოვმა განაცხადა, რომ "მას პატიმრობაში ტოვენებ იმის გამო, რომ მას ზიზღი გაუჩნდეს სამართალდამცავო ორგანოების მიმართ, რომლებიც მას მთელი გულით უყვარს".
შეგახსენებთ, რომ სერგეი უდალცოვს შიდაპატიმრობა 9 თებერვალს 6 აპრილამდე მიუსაჯეს.