სულ მცირე ხუთი ადამიანი გარდაიცვალა თვითმკვლელი-ტერორისტის მიერ ბენზინის მანქანის აფეთქების შედესა ერაყის ქალაქ თიკრითში. დაჭრილია 10 ადამიანი. ეს ქალაქი ბაღდადიდან 140 კილომეტრში მდებარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ადგლობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმრავლესობა პოლიციის თანამშრომლები არიან.
ჯერჯერობით აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.