დამასკოში უძველესი, ჯობარის სინაგოგა ბოლომდე გადაწვეს. სირიის არმია და ამბოხებულები ამ დანაშაულის ჩადენაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
უძველესი სინაგოგის აგების თარიღად ჩვ.წ. აღ-მდე 720 წელი სახელდება.
ამბოხებულები ამტკიცებენ, რომ სირიის ხელისუფლებამ ჯერ გაძარცვა სინაგოგა, ხოლო შემდეგ კი ბოლოდე გადაწვა. თავის მხრივ ხელისუფლება აცხადებს, რომ ამბოხებულებმა გადაწვეს სინაგოგა.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს სამთავრობო ჯარების დაცხრილვის შედეგად სინაგოგა ძლიერ დაზიანდა.