ბათუმში ფიროსმანის ქუჩის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ფიროსმანის ქუჩის 900 მ. სიგრძისა და ფიროსმანის ჩიხის 210 მ. სიგრძის მონაკვეთებს. სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება. პირველ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდება. დამუშავდება გრუნტი, მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელი, კეთილმოეწყობა გზის სავალი ნაწილი, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, მოეწყობა გარე განათება.
ხელშეკრულების მიხედვით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარე წლის 25 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,გზა" ასრულებს. ფიროსმანის ქუჩის რეკონსტრუქციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ 350 ათას ლარამდე არის გამოყოფილი.
მასალის გამოყენების პირობები