ექსპერტიზის მონაცემებით, ბერეზივსკის გარდაცვალების მიზეზი ჩამოხრჩობა იყო, მაგრამ ძალადობისა და ბრძოლის კვალი მის ცხედარზე აღმოჩენილი არ არის. გაზეთი "Sunday Times"-ი იუწყება, რომ ბორის ბერეზოვსკის, რომლიც 23 მარტს გარდაცვლილი იპოვეს რამდენიმე ოფშორულ ფონდში თავისი აქტივების გაყიდვის შედეგად მსხვილ თანხას, დაახლოებით 300 მილიონ დოლარს ელოდებოდა. დოკუმენტაცია ამ ფინანსური ოპერაციების შესახებ გაზეთს ჩაუვარდა ხელში.
გაზეთი ასევე იუწყება, რომ ეს დოკუმენტაცია და ახალი ამბავი, რომელივ ბერეზოვსკის ფინანსებს ეხება, ინტრიგას მატებს ყოფილი მილიარდერის გარდაცვალების გარემოებას. ამავე დროს, გამოძიება, გაზეთის ინფორმაციით, არ გამორიცხავს ოლიგარქის მკვლელობის ძალადობრივ ვერსიას. ძალადობრივი მკვლელობის ვერსია კი სრულიად მხოლოდ მაშინ იქნება გამორიცხული რაც ყველა აუცილებელი ანალიზი ჩატარდება.
აღსანიშნავია, რომ ბერეზოვსკს სახლის ირგვლივ კვლავ დაცვაა და ეს მანამ იქნება ასე ვიდრე კრიმინალისტები სამუშაოს ბოლომდე არ დაასრულებენ.