,,თურქეთის მხარისგან ხარვეზის გამოსწორებას მოვითხოვთ თურქეთის მხარისგან ხარვეზის გამოსწორებას მოვითხოვთ", -განაცხადა საგრეო უწყებაში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა თურქეთში დაგეგმილი საბავშვო ფესტივალის კომენტირებისას.
,,ჩვენთვის უკვე ცნობილია აღნიშნული ფაქტის შესახებ. მიცემულია ინსტრუქციები თურქეთში ჩვენი საელჩოსთვის. ასევე შესაბამისი დეპარტამენტის მხრიდან თურქეთის საელჩოდან მოხდება ახსნა-განმარტებების მიღება, თუ რასთან არის ეს დაკავშირებული. ბუნებრივია, ჩვენ აუცილებლად მივაწვდით თურქეთის ოფიციალურ პირებს ჩვენს პოზიციას და ასევე მოვთხოვთ მათ რომ ეს გამოსწორებული იყოს", _განაცხადა ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში 23 აპრილს დაგეგმილია საბავშვო ფესტივალი, სადაც აფხაზეთი წარსდგება როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა.