"საქართველოს ბანკი" საკუთარ მომხმარებელს ატყობინებს, რომ მისი ინტერნეტბანკის, მობილბანკის, ბანკომატების, ასევე თვითმომსახურების ტერმინალების (Express Pay) მეშვეობით მობილური ტელეფონის ბალანსის შევსების საკომისიო განისაზღვრა 0%-ით.
"საქართველოს ბანკს" ქვეყნის მასშტაბით აქვს 478 ბანკომატი - ყველაზე ფართო ქსელი საქართველოში და 745 თვითმომსახურების ტერმინალი, ასევე უახლესი თაობის მობილბანკი და ინტერნეტბანკი.
როგორც ცნობილია, 2013 წლის 1 აპრილიდან სწრაფი გადახდის აპარატებით მობილური ტელეფონის ბალანსის შევსების საკომისიოს გადაიხდის მომხმარებელი. თითოეული სწრაფი გადახდის კომპანია ინდივიდუალურად განსაზღვრავს საკომისოს ოდენობას
მასალის გამოყენების პირობები