საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კათოლიკური სამყაროს მაცხოვრის აღდგომა მიულოცა.
"უფლის ჯვარცმა და მკვდრეთით აღდგომა უდიდესი სასწაულია და ადამიანების ცოდვისგან დახსნას უკავშირდება. აღდგომა საყოველთაო განახლების, სიცოცხლის დღესასწაულია და უდიდესი სიხარულია ყველა ქრისტიანისათვის.
ვუერთდები ჩვენი კათოლიკე თანამემამულეების სიხარულს, ბედნიერებასა და წინსვლას ვუსურვებ მათ ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ", - ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.
დღეს კათოლიკური სამყარო მაცხოვრის აღდგომას ზეიმობს. ყველა კათოლიკე ქრისტიანს ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.