რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჯარში საგაზაფხულო გაწვევის დროს 150 ათასი ადამიანის გაწვევა გადაწყვიტა.
"საგაზაფხულო გაწვევის დროს სამხედრო სამსახურში გაწვეული უნდა იყოს 153,2 ათასი ადამიანი" ნათქვამია ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
დოკუმენტი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის.