30 მარტს, 12:00 საათზე, გუდაურში გიგანტურ სლალომში მოყვარულთა შორის სულხან სულხანიშვილის სახელობის შეჯიბრი -„სუხია 2013" გაიმართება. სუხია 1992 წლის 7 სექტემბერს აფხაზეთის ომის დროს, ეშერაში დაიღუპა. ის იყო საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი სამთო სათხილამურო სპორტში. სუხიას სახელობის ტურნირი 1993 წლიდან იმართება. წელს, გუდაური ოცდამეერთე შეჯიბრს უმასპინძლებს. შეჯიბრში მონაწილეობა ოცდაერთი წლის ზემოთ სამთო-სათხილამურო სპორტის ყველა მოყვარულს შეუძლია. ქალთა და მამაკაცთა საერთო საპრიზო ფონდი 6600 ლარს შეადგენს. პირველი ადგილი- 1500 ლარი, მეორე ადგილი- 1000 ლარი, მესამე ადგილი- 800 ლარი. მთაზე იქნება ცოცხალი მუსიკა დავით გომართელის შესრულებით. ტურნირს დაასრულებს ფეიერვერკი.
ტურნირის გენერალური სპონსორია თბილისის მერია. ორგანიზატორი - კავშირი „სუხია". კავშირი „სუხია" ასევე მადლობას უხდის ჟურნალ „ფორბსს" და კომპანია „ეკო-ფუდს" მხარდაჭერისთვის.