30-31 მარტს, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე გაიმართება საქართველოს ღია ჩემპიონატის პირველი ეტაპი OFF ROAD Trial-ში. ღონისძიება იმართება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური -112-ის, „თეგეტა მოტორსის" „ავტორადიოსა" და 4WD shop მხარდაჭერით.
30 მარტს, 09:30 საათზე, ადგილზე გაიმართება პრესკონფერენცია.
შეჯიბრი დაიწყება 10 საათზე და ჩატარდება შემდეგ 5 კატეგორიაში: სტანდარტი, ორიგინალი, მოდიფიცირებული, პრომოდიფიცირებული და პროტო.
შეჯიბრში მონაწილეობას იღებენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის წარმომადგენლები. „თეგეტა მოტორსი" ტურნირზე საკუთარი ეკიპაჟით იქნება წარმოდგენილი.