"ჯიპიაი
ჰოლდინგი" გლეხებსა და ფერმერებს
საქონლის დაზღვევის საცალო
პროდუქტს სთავაზობს. საქონლის
დაზღვევის პოლისი წელიწადში
30 ლარი ღირს და მოიცავს შემდეგ
რისკებს: საქონლის გარდაცვალება
უბედური შემთხვევის, ან
გარკვეული ავადმყოფობის
შედეგად. საქონლის დაზღვევის
პოლისი არასამთავრობო
ორგანიზაცია "ელკანასთან"
ერთად შემუშავდა "კრედიტებთან
და დაზღვევასთან ხელმისაწვდომობის
გაუმჯობესების" პროგრამის
ფარგლებში, რომელიც დაფინანსდა
„ოქსფამ დიდი ბრიტანეთის
მიერ".
საქონლის
დაზღვევის პოლისით სარგებლობა
შეუძლიათ როგორც პროგრამაში
მონაწილე ფერმერებს, ასევე
ნებისმიერ დაინტერესებულ
პირს.
"ჩვენი
გამოცდილება
ცხადყოფს, რომ არასამთავრობო
და სამთავრობო სექტორის
მხარდაჭერა გადამწყვეტი
ფაქტორია საქართველოში
აგროდაზღვევისა და შესაბამისად,
სიცოცხლისუნარიანი აგროსამრეწველო
ინდუსტრიის განვითარებისათვის.
ამის მაგალითია სწორედ "ელკანას"
პროექტი - მოხარულები ვართ,
რომ ჩვენც წვლილი შევიტანეთ
ამ პროექტის წარმატებაში.
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ
ბაზარზე როგორც მეცხოველეობის,
ისე მცენარეული კულტურებისა
და ვენახის დაზღვევის
მიმართულებით. დაზღვევის
მასიურად გავრცელება საქართველოს
ყველა რეგიონში
საშუალებას მისცემს სადაზღვევო
სექტორს, ბევრად უფრო ხელმისაწვდომი
გახადოს დაზღვევა და უფრო
მეტად ხელსაყრელი პირობები
შეუქმნან გლეხებსა თუ ფერმერს,
შეამცირონ რისკები და არ
დააყენონ საფრთხის ქვეშ
საკუთარი ინვესტიციები", -
აცხადებს
"ჯიპიაი ჰოლდინგის" რისკების
მართვის დირექტორი ირაკლი
დვალი.
საქონლის დაზღვევის პოლისი: წელიწადში 30 ლარი
პოლისის შეძენა ნებისმიერ გლეხს, ან ფერმერს შეუძლია