იტალიელი მემარცხენე ცენტრისტების ლიდერმა პიერ ლუიჯი ბერსანმა ერთკვირიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება ვერ შეძლო. რომში სიტყვით გამოსვლისას, ბერსანმა სხვა პარტიების მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს მიუღბელი უწოდა.
დერსანის დემოკრატიულმა პარტიამ თებერვალში ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის ქვედა პალატაზე კონტროლი მოიპოვა, თუმცა მას მხოლოდ რამდნეიმე ხმა დააკლდა იმისათვის, რომ სენატშიც მოეპოვებინა უმრავლესობა და უფლება იმისა, რომ თავად მოეხდინა მინისტრთა კაბინეტის ფორმირება.
შექმნილ სიტუაციაში ნაპოლიტანო აწარმოებს კონსულტაციებს იტალიური ოპოზიციური პარტიების პოლიტიკოსებთან და ყველასათვის მისაღები კომპრომისის მოძებნას ცდილობს. იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილება ნაპოვნი ვერ იქნა იტალიაში ახალი არჩევნები ჩატარდება.