დამასკოს უნივერსიტეტის 15 სტუდენტი ნაღმმტყორცნით დაცხრილვის შედეგად დაიღუპა. სირიული მედია ყოველივე ამაში ბაშარ ასადის რეჟიმთან მებრძოლ ამბოხებულებს ადანაშაულებს. ლონდონში არსებული ადამიანის უფლებების დაცვის სირიული ცენტრის ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობა 13-ია, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული თუ ვინ არის ამ დაცხრილვაზე პასუხისმგებელი. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
თავდასხმის შედეგად ყველაზე მეტად არქიტექტურის ფაკულტეტი და სტუდენტური სასადილო დაზიანდა.
აღსანიშნავია, რომ დამასკოს უნივერსიტეტი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო მედიასაშუალებებისა და საპრეზიდენტო რეზიდენციის ახლოს მდებარეობს.
აღსანიშნავია, რომ სასტიკი ბრძოლები დამასკოს მიდამოებში არ წყდება. ამბიხებულებმა უკვე გააკეთეს განცხადება იმის შესახებ, რომ დამასკოსათვის ბრძოლის ახალ ეტაპს იწყებენ და რომ მათ იარაღის ახალი პარტია მიიღეს.
გაეროს მონაცემებით, სირიაში კონფლიქტის დაწყებიდან უკვე გარდაცვლილია 70 ათასზე მეტი ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები