სირიამ ირანმა და ჩრდილოეთ კორეამ იარაღის ბაზრის კონტროლის შესახებ საერთაშორისო შეთანხმება დაბლოკეს. ბაზრის ყოველწლიური ბრუნდა 70 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. ამის მიუხედავად, შეთანხმების პროექტი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჯენჭისყრაზე მაინც გავა.
პირველი საერთაშორისო შეთანხმება იარაღის ბაზრის კონტროლის შესახებ გაეროს ყველა 193-ვე წევრს უნდა მიეღო. ქვეყნებმა კი რომელებიც წინააღმდეგ წავიდნენ თავისი უარი იმით ახსნეს, რომ ტექსტში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ აკრძალულია ამბოხებულთა დაჯგუფებების შეიარაღება.
აღნიშნული შეთანხმება მოწოდებულია განსაზღვროს ძირითადი პრინციპები იარაღით მოვაჭრე ქვეყნებს შორის. შეთანხმება ასევე მიმართულია იარაღის არალეგალურ ბრუნვასთან ბრძოლისაკენ. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ჩვეულებრივი შეიარაღების ექსპორტის აკრძალვას ემბარგოს გვერდის ავლით ასევე იარაღის მიყიდვის აკრძალვას იმ ქვეყნებისათვის სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მან შეთანხმების პროექტის ანალიზი უნდა მოახდინოს.
მასალის გამოყენების პირობები