აჭარა საკუთარი ტურისტული პოტენციალის რეკლამირებას "CTF 2013"-ზე შეეცდება. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განმარტავენ, 12-14 აპრილს თბილისში იმართება მე-15 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა „ CTF 2013". გამოფენის ფარგლებში ტარდება საქმიანი ტურიზმის, შეხვედრებისა და კონფერენციების მეორე საერთაშორისო გამოფენა „Caucasus MICE 2013". წელს გამოფენის მთავარი თემებია: შიდა და გამყვანი ტურიზმი.
"აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურიზმის კერძო სექტორთან ერთად გეგმავს გამოფენაში მონაწილეობის მიღებას", განმარტავენ დეპარტამენტში.
მასალის გამოყენების პირობები