ევროპაში ნატოს გაერთიანებული ჯარების მხედარმთავრად, აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების გენერალი, ფილიპ ბრიდლავი ინიშნება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა.
ბრიდლავის დანიშვნა ალიანის წევრი 28 სახელმწიფოს მუდმივმა წარმომადგენლებმა მოიწონეს.
ამჟამად გენერალი ბრიდლავი ევროპასა და აფრიკაში აშშის სამხედრო საჰაერო ძალების მეთაურია.
თეთრ სახლს ამ პოსტზე გენერალ ჯონ ალენის დანიშვნა სურდა, მაგრამ იგი გასულ თვეს თანამდებობიდან გადადგა, რის მიზეზადაც მეუღლის ავადმყოფობა დასახელდა.